ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ
ქიმერიონი - ღვინის დიდი ისტორია 2012 წლიდან
ქიმერიონის ისტორია 2012 წელს იწყება კახეთის გულში მდებარე სოფელ ჩუმლაყში — რეგიონში, სადაც მეღვინეობა არა უბრალოდ პროფესია, არამედ ცხოვრების წესი და ტრადიციაა.
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ლაბორატორიით, ჩამოსასხმელი დანადგარებით, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებით, პნევმატიური წნეხებით და სრული ტემპერატურული კონტროლის სისტემით, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმოების პროცესის სრულ მონიტორინგსა და ანალიზს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საწარმო მუშაობს სრულ, დახურულ წარმოების ციკლში — დაწყებული ყურძნის შერჩევით და დამთავრებული საბოლოო პროდუქტით. 2022 წლიდან დღემდე, წარმოება სრულად აკმაყოფილებს ISO 22000:2018-ის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ორგანიზაციას აქვს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი. კომპანიაში ასევე დანერგილია HACCP სისტემა. რაც ქიმერიონს საშუალებას აძლევს აწარმოოს სხვადასხვა ასორტიმენტის მაღალი ხარისხის ღვინოები, მათ შორის საკუთარი სამარკო ნიშნით, როგორებიცაა ჩქერა, მარულა, ალაზნური, ანგური და ლილე.
ქიმერიონის მარანში ტრადიციული, ქართული ტექნოლოგიით მზადდება მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოები.
კომპანია ქიმერიონის მფლობელობაშია 100 ჰექტარი მიწა, სადაც გაშენებულია საფერავის, რქაწითელის, მწვანეს, ხიხვის. კაბერნე ფრანის, მერლოს, მუსკატისა და ქისის ჯიშის ყურძნები. კახეთის რეგიონის ნაყოფიერი ნიადაგი გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიყვანოთ საუკეთესო ხარისხის ყურძენი, მაღალი ხარისხის ღვინოს წარმოებისთვის, ქართული მრავალწლიანი, უნიკალური ტრადიციების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ეკოსისტემის დაცვას, ნიადაგის სიცოცხლის შენარჩუნებას და ვაზის ბუნებრივი მდგრადობის გაძლიერებას. ბუნების პატივისცემა არის ჩვენი ფილოსოფიის ნაწილი.
ჩვენი გუნდის მიზანია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება, არამედ საქართველოს მეღვინეობის და კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობა.
აღმოაჩინე
ჩვენი ისტორია
ჩვენ გვყავს დიდი გუნდი, რომელიც დიდი ენთუზიაზმითაა გატაცებულია ღვინოზე