ProWein Düsseldorf 2026

15–17 მარტს „ქიმერიონმა“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში ProWein Düsseldorf 2026, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა.

ProWein წარმოადგენს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, სადაც თავს იყრიან წამყვანი მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სფეროს ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენის ფარგლებში „ქიმერიონმა“ საკუთარი პროდუქცია წარადგინა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, დაამყარა ახალი საქმიანი კონტაქტები და გააძლიერა არსებული პარტნიორული ურთიერთობები. ღონისძიებამ კომპანიას კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა გაეზიარებინა ქართული ღვინის უნიკალური კულტურა და გაეფართოებინა საკუთარი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.

Share the post

Scroll to Top